ანჩელოტი:„ჩვენ ვიმსახურებთ ქომაგების ნდობას“

კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ სრული კონცენტრაცია „არსენალზე“ გვაქვს გადატანილი, მაგრამ ხვალ ლა ლიგის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის, სწორედ ამიტომ, „ალავესზე“ ვფიქრობთ და ამ შეხვედრაზე გადაგვაქვს ყურადღება.“

„შეიძლება ითქვას, რომ „ალავესის“ დამარცხებას ფუნდამენტური როლიც ექნება, რადგან ამით დავიბრუნებთ თვითრწმენას და ასევე გავიუმჯობესებთ მდგომარეობას ტურნირზე, ვინაიდან ახლა ქულების დაკარგვა ფაქტობრივად ტურნირის დათმობას ნიშნავს.“

„როდესაც მძიმე მატჩი გვაქვს, რა თქმა უნდა მძიმე განწყობა იქმნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს შეცდომების გაანალიზების კარგი უნარი.“

„კლუბი ყოველთვის მხარს მიჭერს. ახლა მომავალზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია. კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2026 წლის 30 ივნისამდე უნდა დავრჩე. მოდით დაველოდოთ ზაფხულს და შევაჯამოთ ნაჩვენები შედეგები. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობა მეტყვის, რომ საჭირო არ ვარ, მე სხვა მიმართულებით ვივლი, ჩვენს შორის დიდი პატივისცემაა.“

„ცოტა სირბილი? დიახ, „არსენალმა“ ჩვენზე 13 კილომეტრით მეტი ირბინა და ეს დასაფიქრებელი კომპონენტია. სწორედ ცუდმა გამოსვლამ მოიტანა შედეგი, რომელიც ლონდონში დაფიქსირდა.“

„„რეალი“ იბრძოლებს ბოლო წუთამდე, ჩვენი ხელწერა დანებება არ არის. მერწმუნეთ, „არსენალთან“ სულ სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ და 1/2 ფინალში გასვლას შევეცდებით.“

„დანი სებალიოსი განაცხადში მოხვდება, ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც „ალავესის“ წინააღმდეგ, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია, რადგან ესპანელი ნახევარმცველი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს.“

„ვინის და როდრიგო მშრალი სერიები? ორივე მოთამაშე გაიტანს, მათ რთული მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ეს ბუნებრივია.“

„არ ვიცი, რატომ ვთამაშობთ კვირას და არა შაბათს, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან დასვენებისთვის 72 საათზე მეტი გვექნება.“

„ბოლო კვირებში „რეალს“ უჭირდა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე. ხშირად გვიჭირდა ენერგიის არქონის გამო, ხშირად გვქონდა ტექნიკური წუნი. მერწმუნეთ, ყველა დეტალი გაანალიზებულია და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს სრული ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვხვდებით.“

„რატომ უნდა გვენდონ ქომაგები? იმიტომ, რომ ჩვენ არერთხელ გამოვსულვართ რთული სიტუაციიდან, ამისთვის არგუმენტებიც კი  არ არის საჭირო.“

„ჩვენ გვაქვს იმის კომპეტენცია და გამოცდილება, რომ ყველა ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლოთ, დანარჩენს მომდევნო მატჩები გვიჩვენებს.“

1

12 აპრილი 2025 19:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 585

კარგია დარწმუნებით რომ საუბრობ, იმედია შედეგიც ანალოგიური იქნება და ლაპარაკი - ქმედებით დამტკიცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა დაგემშვიდობებიან კარლო და ჯობია ბრაზილიასთან კონტაქტი გქონდეს... პირველ ტაიმში 1-2 გოლი თუ გავიტანენ მაგარი დაიმუხტებიან... საკუთარ თავს უნდა აჯობონ ფეხბურთელებმა, ჩუამენს ყველა ვარიანტში ცენტრში დააყენებს, მაშინ ვალვერდე/გარსია ფლანგებზე, ვასკესი არ დამანახოს... ბჰრაჰიმი კოზირივით უნდა გამოიყენოს70-ე წუთზე, თუ საქმე ისე არ წავიდა როგორც დაგეგმავს.

2

12 აპრილი 2025 19:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 347
12 აპრილი 2025 19:26, Rustaveli1990 says:

1 ლი ტაიმი 2-0 მგონია და მეორეში 70-75 4-0  მგონია დამატებითში  გადავა და 5-1 საბოლოო

3

12 აპრილი 2025 20:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 585
12 აპრილი 2025 19:35, super vini.jr 20 says:

4-0 თუ იყო შენ პირს შაქარი, აღარც დაგვჭირდება დამატებითი დრო))

4

12 აპრილი 2025 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 347
12 აპრილი 2025 20:31, Rustaveli1990 says:

შაქარი არ გვინდა 10 მილიონი თითოს 

5

12 აპრილი 2025 23:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 585
12 აპრილი 2025 23:21, super vini.jr 20 says:
12 აპრილი 2025 20:31, Rustaveli1990 says:
12 აპრილი 2025 19:35, super vini.jr 20 says:
12 აპრილი 2025 19:26, Rustaveli1990 says:

კარგია დარწმუნებით რომ საუბრობ, იმედია შედეგიც ანალოგიური იქნება და ლაპარაკი - ქმედებით დამტკიცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა დაგემშვიდობებიან კარლო და ჯობია ბრაზილიასთან კონტაქტი გქონდეს... პირველ ტაიმში 1-2 გოლი თუ გავიტანენ მაგარი დაიმუხტებიან... საკუთარ თავს უნდა აჯობონ ფეხბურთელებმა, ჩუამენს ყველა ვარიანტში ცენტრში დააყენებს, მაშინ ვალვერდე/გარსია ფლანგებზე, ვასკესი არ დამანახოს... ბჰრაჰიმი კოზირივით უნდა გამოიყენოს70-ე წუთზე, თუ საქმე ისე არ წავიდა როგორც დაგეგმავს.

1 ლი ტაიმი 2-0 მგონია და მეორეში 70-75 4-0  მგონია დამატებითში  გადავა და 5-1 საბოლოო

4-0 თუ იყო შენ პირს შაქარი, აღარც დაგვჭირდება დამატებითი დრო))

შაქარი არ გვინდა 10 მილიონი თითოს 

გენაცვალე

6

13 აპრილი 2025 12:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 44

არსენალთან პირველი ტაიმი 1-0. მეორეში კიდევ 2 გოლი. დამატებითში ვინისიუსი გაიტანს. მორჩა ბაზარი.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)