კროოსი:„„არსენალმა“ არ იცის რა ელის ბერნაბეუზე“

ტონი კროოსმა მადრიდის „რეალის“ შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდმა ყველას უნდა ანახოს, რა შეუძლია სანტიაგო ბერნაბეუზე.

„ლონდონის „არსენალს“ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპებზე, განსაკუთრებით 1/4 ფინალში თამაშის გამოცდილება არ აქვს.“

„„მეთოფეებმა“ არ იციან, რას ნიშნავს სანტიაგო ბერნაბეუს გარემოში თამაში, ეს კი მადრიდულმა გრანდმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს და პირველივე წუთებში აჩვენოს მეტოქეს, რომ დომინანტი „ბლანკოსია“ და გამარჯვებისთვის იბრძვის.“

„მე ამ თამაშს განსაკუთრებული ინტერესით ველი, რადგან ვიცი, რომ „მერენგები“ უბრძოლველად არაფერს დათმობენ.“

„ვიცი, რა საუბრები იქნება ბერნაბეუს გასახდელში, ვიცი რას ეტყვის ანჩელოტი ფეხბურთელებს და ვიცი, რამხელა მუხტს მისცემს „რეალს“ არენაზე შეკრებილი ქომაგების დიდი არმია.“

„„მერენგებმა“ ყველაფერი უნდა გააკეთონ საწყის წუთებში გოლის გასატანად და უპირატესობის მოსაპოვებლად, ეს იქნება დამაბნეველი ფაქტორი „არსენალისთვის“, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, გამოცდილებას არ ფლობს, აქ კი ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“

„მბაპე ძალიან მაღალი დონის შემტევია, მე ვიცი, რა შეუძლია ფრანგ ფეხბურთელს და სწორედ ამიტომ, მჯერა მისი შესაძლებლობების „არსენალის“ წინააღმდეგ. მივიჩნევ, რომ კილიანს გადამწყვეტი ფაქტორის თამაშიც შეუძლია.“

„მე, როგორც მადრიდისტას, ძალიან მიყვარს „რეალის“ გამარჯვებების ყურება და მოუთმენლად ველი ოთხშაბათს.“


1

12 აპრილი 2025 17:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597

უნდა რო თამაშის დაწყებამდე გატეხოს არსენალი. ვინიმ უნდა ითამაშოს ყოჩაღად და თავიდანვე წამოიკიდოს ვინმე პენალზე


2

12 აპრილი 2025 20:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 379

არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ ამ თამაშში

1. შეიძლება 3-0 იც მოვიგოთ და დამატებითში გადაწყდეს, ან პენალტებში! 

2. შეიძლება საერთოდ ვერაფერი გააკეთოს გუნდმა და ვერც იბრძოლონ.  ფრე ან ორიანი რომ მორჩეს არცმეგ იქნება გასაკვირი. ასეთი რეალისგან ყველაფერს ველოდები უკვე

ვფიქრობ ორივე სცენარი მოსალოდნელია. ბერნაბეუ იზამს თავის საქმეს, მაგრამ ამათმა თუ არ მოინდომეს და გოლი არ გაიტანეს მარტო ბერნაბეუ ვერაფერს იზამს. მთავარია დროული პირველი გოლი, მერე მართლა დაინგრევა ბერნაბეუ


3

14 აპრილი 2025 03:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 72

ლონდონში პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა მბაპეს, მადრიდშიც შეექმნება, მთავარია დაცვა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და არც ისე ფანტასტიკის სფეროა ქამბეკის დადება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)