სუბიმენდისთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ მარტინ სუბიმენდის დამატება გადაწყვეტილი აქვს.
პრეზიდენტი პერესის დავალებით შესაბამისი ჯგუფი, როგორც „სოსიედადთან“, ასევე ფეხბურთელთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„რეალს“ სურს, რომ მარტინთან 6 წლით ითანამშრომლოს, პერესს კი განსაკუთრებით ხიბლავს მარტინის ესპანელობა.
მადრიდული გრანდი აპირებს, რომ მომდევნო 2 წელიწადში შენაძენების 50%-ს ესპანელი ფეხბურთელები შეადგენდნენ და „ბლანკოსს“ ჰყავდეს არაერთი ადგილობრივი მოთამაშე.
„მარკას“ ცნობით, სუბიმენდს „არსენალიც“ ესაუბრება, თუმცა თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი „რეალია“, ვინაიდან ის ხვდება, რომ გუნდს ნახევარდაცვაში ფეხბურთელები სჭირდება.
- 12 აპრილი 2025
- 851
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.