ვინისიუსის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტის ფარგლებში, ვინისიუს ჟუნიორი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
თუ ვინი არსებულ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და საკუთარ თავს მადრიდის „რეალს“ 2031 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს, მისი ხელფასი 5 მილიონით გაიზრდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
გარდა ამისა, კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2028/29 წლების სეზონიდან სამხრეთ-ამერიკელის შემოსავალი დამატებით 2.5 მილიონით გაიზრდება.
ასევე გათვალისწინებული იქნება სოლიდური ბონუსები ოქროს ბურთის მოგების, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ბომბარდირობასთან დაკავშირებით.
ამ ნაბიჯებით ფლორენტინო პერესი მაქსიმალურად ცდილობს ბრაზილიელი ვარსკვლავის მოხიბვლას და არსებული კონტრაქტის დროულ გახანგრძლივებას, რაც საუდის არაბეთიდან მომდინარე ჭორებს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.
- 12 აპრილი 2025
- 1 765
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.