Relevo - ვინისიუსმა 1 მილიარდიანი წინადადება დაბლოკა!
Relevo-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბერნაბეუზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ვინისიუსმა 1 მილიარდიანი წინადადება დაბლოკა და სამეფო კლუბთან მოლაპარაკებები განაახლა.
თუ ფლორენტინო პერესთან შეთანხმება შედგება, ვინი „მერენგების“ სადარაჯოზე 2031 წლის 30 ივნისამდე დარჩება, არსებული ხელშეკრულების კი, მას მადრიდში თამაში 2027 წლის 30 ივნისამდე ევალება.
მადრიდული გამოცემების ცნობით, სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელი მალე ფლორენტინო პერესს შეხვდება.
- 11 აპრილი 2025
- 3 466
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.