ოფიციალური განცხადება - „რეალის“ ლეგენდა გარდაიცვალა!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„რეალის“ პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ფიგურის, ლეო ბენჰაკერის გარდაცვალების გამო, რომელიც „რეალის“ მწვრთნელი ორჯერ იყო და საერთო ჯამში 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გუნდს.
ბენჰაკერის აქტივში „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე 3 ლა ლიგა, 1 სამეფო თასი და 2 ესპანეთის სუპერთასი დაფიქსირდა.
ლეო ასევე სათავეში ედგა ამსტერდამის „აიაქსს“ და „ფეინოორდს“, ის ასევე გახლდათ არაერთი საფეხბურთო ნაკრების დამრიგებელი.
ბენჰაკერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მადრიდის „რეალი“ ლეგენდარული საფეხბურთო მოღვაწის ოჯახს თანადგომას უცხადებს.
- 11 აპრილი 2025
- 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.