პერესს ანჩელოტისთან შეხვედრა ჰქონდა
„არსენალთან“ შეხვედრის შემდეგ, მადრიდისკენ მიმავალ გზაზე ფლორენტინო პერესმა და კარლო ანჩელოტიმ თვითმფრინავში ბევრი ისაუბრეს, თუმცა გუშინ საღამოს ვარჯიშის შემდეგ მთავარი მწვრთნელი პრეზიდენტს მისსავე ოფისში შეხვდა.
არავინ იცის, რაზე შედგა საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ კარლო არც ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფება.
„მარკას“ ცნობით, ფლორენტინომ იტალიელს ამ ეტაპზე მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა აქვე დასძინა, რომ სეზონის ბოლოს მხარეები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და მათი გზები გაიყრება.
- 10 აპრილი 2025
- 2 943
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.