„რეალმა“ „ალავესისთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთლებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.
„არსენალთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს აღდგენითი პროცესებით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
დიდი სიახლე ის არის, რომ დანი სებალიოსმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ალავესის“ წინააღმდეგ შესაძლოა სათამაშო წუთები მიიღოს.
ფერლან მენდი კვლავ აღდგენით პროცესშია. სამწუხაროდ, ფრანგის სრულფასოვნად ფორმაში ჩაყენება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
ანდრეი ლუნინი კვლავ მკურნალობის პროცესშია, მან გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ შეძლო.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და პრესინგს.
- 9 აპრილი 2025
- 300
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.