ანჩელოტი დუმილს ინარჩუნებს და დიდი გამარჯვებისთვის ემზადება
მადრიდული გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი დღეს „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, სადაც მედიის არაერთი წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა იტალიელმა არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ანჩელოტი მედიას შაბათს შეხვდება, სადაც „ალავესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.
არსებული ცნობით, კარლო ძალიან დიდ მზადებას გეგმავს და სურს, რომ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება დააფიქსიროს, რომელიც ისტორიას დარჩება.
თუ იტალიელი სპეციალისტი „არსენალს“ ამხელა უპირატესობას წაართმევს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავა, მისი ყველა კრიტიკოსი გაჩუმდება.
დღეიდან „რეალი“ სესიებს განაახლებს და მთავარ მწვრთნელთან ბევრი საუბარი მოუწევს.
- 9 აპრილი 2025
- 1 897
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.