კურტუა:„„არსენალი ძალიან ძლიერი გუნდია, დაცვაში ყურადღება გვმართებს“
ტიბო კურტუამ „არსენალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„თავს კარგად ვგრძნობ, ბოლო დღეებში სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიში შევძელი და ახლა სათამაშოდ მზად ვარ. სეზონის სტარტზე ანალოგიური სახის პრობლემა მქონდა, სწორედ ამიტომ ახლა გარისკვა არ ღირდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მდგომარეობა სრულფასოვნად აღმედგინა.“
„„რეალს“ „არსენალთან“ წლებია არ უთამაშია, თუმცა მე ამ გუნდან ასპარეზობის გამოცდილება მაქვს, რადგან პრემიერლიგაში გამოვდიოდი.“
„მიკელ არტეტას ძალიან სწრაფი და შესაძლებლობებით სავსე გუნდი ჰყავს. ამ გუნდმა დაამარცხა მანჩესტერ „სიტი“ და იყო ძალიან დამაჯერებელი.“
„დაცვაში კარგი თამაში უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან „მეთოფეებს“ სწრაფი შემტევები ჰყავთ. ჩვენ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გვმართებს.“
„დარწმუნებული ვარ, მიკელის გუნდი საშინაო არენაზე გამარჯვებას ეცდება, თუმცა ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს და გვჯერა, რომ საუკეთესო თვისებების გამოვლენას შევძლებთ.“
„მე ვფიქრობ, რომ 100%-ით მზად ვარ და პირველივე წუთებიდან თამაში შემიძლია, ხოლო მოვხვდები თუ არა სასტარტო შემადგენლობაში მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.“
„ბოლო დაპირისპირებებში რთული ბრძოლების გადატანა მოგვიხდა, მაგრამ ესეც დადებითი ასპექტით უნდა დავინახოთ. ყველა თამაშის ბედს მე-60 წუთზე ვერ გადავწყვეტთ. მთავარი ის არის, რომ გუნდი კარგად რეაგირებს პრობლემებზე.“
- 8 აპრილი 2025
- 371
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.