ანჩელოტი;„მჯერა ჩემი ფეხბურთელების“

კარლო ანჩელოტიმ „არსენალთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ლონდოში აუცილებელი იქნება გამოვიჩინოთ სიმამაცე და მეტოქეს ვაჩვენოთ პიროვნება. „რეალის“ ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებული მოტივაციით ჩამოვიდა ლონდონში. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ამისთვის კი დიდი მუშაობა იქნება საჭირო. მკაფიო მიდგომა გვაქვს და ვიცით, რომ ტემპი უნდა გვქონდეს, ამასთანავე შევინარჩუნოთ ბალანსი და ვეცადოთ ბურთის სწორ კონტროლს, ლონდონში მოგებას სწორედ ამ ასპექტების გათვალისწინებითა და მეთოდებით ვაპირებთ.“

„ფედე ვალვერდეს როლი ძალიან დიდია. ურუგვაელ ფეხბურთელს ხვალინდელ დაპირისპირებაში კონკრეტული გეგმა ექნება, რომელსაც მიყვება.“

„ვინისიუს ჟუნიორმა „ვალენსიასთან“ არაერთხელ სცადა გოლის გატანა, მაგრამ ვერ შეძლო. ბრაზილიელი მოთამაშე ლონდონში ძალიან კარგად ითამაშებს, ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ.“

„ტიტულების მოგების რომ არ მჯეროდეს, ახლა შვებულებაში ვიქნებოდი. მჯერა, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ.“

„შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი დაიღალა იმით, რომ მე „რეალის“ სათავეში ვარ, თუმცა მთავარი ის არის, რომ არ დაიღალონ ფეხბურთელები და გუნდის მმართველები.“

„ვერ ვიფიქრებ კრიტიკაზე, როდესაც 3 დღეში ერთხელ გვიწევს მატჩების ჩატარება. ჩვენი კონცენტრაცია თავიდან ბოლომდე გუნდის კეთილდღეობაზეა გადატანილი.“

„მარტინ ოდეგორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის „რეალს“ 16 წლის ასაკში შეუერთდა და ყოველთვის გამბედავი იყო.“

„მიკელ არტეტა ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელიც „არსენალში“ ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. ესპანელმა ფეხბურთელებმა „მეთოფეების“ რიგებში უამრავი კომპონენტი დახვეწა.“

„ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება გვაქვს, ეს რა თქმა უნდა, ხშირ  შემთხვევაში გადამწყვეტია.“


1

8 აპრილი 2025 01:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 602

შენი ბიჭი მიდის და მიყვები ბოლო-ბოლო? ტოპი მამას გაუწყრა ასენსიო რატო არათამაშე ვალენსიასთანო და შვილზე მეტად ჩუამენი უყვარს მგონი...


2

8 აპრილი 2025 01:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 256

Daberda es kutu amocura kvelaperi mieci nichza gza parto milanshi chaatara realshi chatara bavaeiashi ver psj ver chelsi 0

Rac kavda bavariashi mocapem mougo zidanma reali bavaria 


3

8 აპრილი 2025 11:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 410

სიჩქარე დაკარგული ალაბა თუ მართლა დააყენე მარცხნივ და კარგადაც წაგვივა საქმე


4

8 აპრილი 2025 11:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 629

ფრან გარსიას დაყენება საკას წინააღმდეგ რავიცი მაგარი სარისკოა, მაგრამ ალაბას მარცნივ დაყენება შეტევით პოტენციალსაც მოკლავს და ეგ უარესი მგონია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)