მიკელ არტეტა:,,ყველაზე რთული მეტოქე გვყავს"
მიკელ არტეტამ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მადრიდის „რეალის“ დამარცხება შევძლოთ. მეტოქე ძალიან ძლიერია, ჩვენ კი არამხოლოდ დარწმუნებულები, არამედ სუპერ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ ფონს გასვლა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა შეგვიძლია.“
„ჩვენს მხარდასაჭერად 60 000 ადამიანი მოვა და მათ იმედები არ უნდა გავუცრუოთ. უნდა განვაგრძოთ იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ არ გვჭირდება სუპერძალა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და საკუთარი თავის იმედი.“
„ჯერ-ჯერობით არ ვიცი, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს თუ არა ბუკაიაო საკა. უკვე 1 კვირაა ინგლისელი ფეხბურთელი სრულფასოვნად ვარჯიშობს და თამაშსაც ახერხებს.“
„20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „არსენალი“ და „რეალი“ ერთმანეთს შეხვდნენ. დამთხვევა ის არის, რომ „არსენალი“ ახლაც ისეთივე ლაღი და შემტევი გუნდია, როგორიც მაშინ იყო. ამ გუნდმა ბევრი ვარდნა და პროგრესი გაიარა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა.“
„გუნდში მღელვარებაა, ისე როგორც გულშემატკივრებში. ჩვენ ვიცით, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე უდიდეს გამოცდილებას ფლობს, თუმცა გამოწვევის მისაღებად მზად ვართ.“
„ცოტა გამართლება არავის აწყენდა, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად კონცენტრირებულ თამაშს და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას. თუ საშინაო არენაზე სასურველ ანგარიშს ვერ დავაფიქსირეთ, ბერნაბეუზე ნამდვილად გაგვიჭირდება, სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ.“
„გუნდში არსებობს შესაბამისი რწმენის დონე. ფეხბურთელებმა იციან საკუთარი დავალებები და კარგად იაზრებენ ვალდებულებებს, რომელიც გააჩნიათ.“
„მარტინ ოდეგორი იცნობს მადრიდულ გრანდს, რადგან პირველი პროფესიონალური ნაბიჯები სწორედ იქ გადადგა. ნორვეგიელს განსაკუთრებული მოტივაცია აქვს, ის კარგად ითავისებს, რას ნიშნავს „მეთოფეების“ ღირსების დაცვა.“
„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ საკუთარი ისტორია. ეს ნამდვილად გამორჩეული შეხვედრაა, რადგან „არსენალი“ ბოლო 15 წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე.“
„მადრიდულ გრანდს ძალიან აგრესიული შეტევის ხაზი ჰყავს. მბაპე, ბელინგემი, ვინისიუსი, როდრიგო. ჩამოთვლაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად რთული შეხვედრა გველის და რამხელა ყურადღების გამოჩენა გვმართებს დაცვის ხაზში. ალბათ განსაკუთრებულად რთული გასაჩერებელი ვინისიუსია, ვინაიდან ის მეტისმეტად არაპგონოზირებადი მოთამაშე გახლავთ.““
„გუნდი, რომელიც 2006 წელს „არსენალში“ იყო, ნამდვილად წერდა ისტორიას. ის საოცარი თაობა წარმატებული იყო, როგორც ევროსარბიელზე, ასევე პრემიერლიგაში.“
„მე ესპანელი ვარ და საკუთარ გუნდში რამდენიმე ესპანელი მყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ „რეალს“, ვინაიდან ეს გუნდი საუკუნეზე მეტია მოწოდების სიმაღლეზე დგას და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.“
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამარცხოთ გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება 15-ჯერ შეძლო და ამით ყველაფერი ნათქვამია. ვფიქრობ, ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც დიდ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, ქომაგებთან ერთად ნებისმიერი დიდი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი.“
- 7 აპრილი 2025
- 1 881
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.