მიგელ გუტიერესი „რეალს“ ელოდება
Confidencial-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალსა“ და მიგელ გუტიერესს შორის გარკვეული კომუნიკაცია შედგა.
მას შემდეგ, რაც „მერენგების“ ხელმძღვანელობამ შეიტყო, რომ გუტიერესს არაერთი კლუბი ეპატიჟება, აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მადრიდელებმა განაპირა მცველს უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის სხვა გუნდების წინადადებები არ განიხილოს.
მაქსიმუმ ივნისის ბოლომდე „ბლანკოსს“ გუტიერესთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული ექნება, სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი სხვა კლუბში გადასვლას არ იჩქარებს.
ესპანელი მოთამაშე „ჟირონაში“ არ რჩება, ეს უკვე გადაწყვეტილია, დანარჩენს კი თავად მადრიდული მხარე გადაწყვეტს.
თუ მადრიდისტა ბერნაბეუზე დაბრუნდება, ის 6 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
- 7 აპრილი 2025
- 956
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.