ხორხე ვალდანო:„თუ ეს მოხდება ანჩელოტის მეორე დღესვე გაუშვებენ“

ხორხე ვალდანომ „რეალში“ არსებული სიტუაცია შეაფასა და ანჩელოტის გუნდის შანსებზე ისაუბრა. ის ასევე შეეხო მბაპეს, ვინისიუს ჟუნიორს და სხვა ფეხბურთელებს.

„წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. „არსენალი“ კარგ ორგანიზებული, რესურსით სავსე, სწრაფი და ტექნიკური გუნდია, მაგრამ რა ვქნათ, რომ ეს არის ჩემპიონთა ლიგა, სადაც „რეალი“ ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბრძოლები გველის. ორივე შეხვედრაში საინტერესო მომენტებს ვიხილავთ.“

„სამეფო თასზე „ელ კლასიკო“ საინტერესო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონამ“ „რეალი“ ამ სეზონში უკვე 2-ჯერ დაამარცხა, ფლიკის გუნდისთვის მაინც „ბლანკოსია“ ყველაზე რთული მეტოქე.“

„„ბარსელონას“ ჰყავს საინტერესო ნახევარდაცვა, ასევე სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც დომინირებენ, მაგრამ „ელ კლასიკოში“ ვერაფერს დაგეგმავს. ეს არის შეხვედრა, სადაც ორივე გუნდს აქვს გამარჯვების შანსი.“

„მბაპე გუნდისთვის უკვე დიდ ძალას წარმოადგენს. ფრანგთან დაკავშირებით მქონდა გარკვეული პროგნოზები, მაგრამ ახლა ამ საკითხის ფართოდ მიმოხილვის დროს ვერ ვხედავ. მივიჩნევ, რომ კილიანს კიდევ შეუძლია საკუთარი როლის გაზრდა „მერენგების“ რიგებში.“

„ფაქტი ის არის, რომ „რეალში“ კილიანის პოზიცია შეიცვალა და ის ცენტრ-ფორვარდი გახდა, თუმცა მაინც აუღო ალღო ახალ გამოწვევას და უკვე 33 გატანილ გოლს მოითვლის. ჩემი აზრით, ფრანგის საუკეთესო პოზიცია მაინც მარცხენა შემტევია, თუმცა ფაქტია, რომ ის დიდ პროგრესს აჩვენებს ახალ პოზიციაზეც.“

„ვინისიუს ჟუნიორს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ბრაზილიელი ამაზე არ რეაგირებს, ის აგრძელებს თავის საქმეს და საკმაოდ წარმატებულია.“

„ანჩელოტის მომავალი? ვფიქრობ, „ელ კლასიკოებზე“ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ იტალიელი ორივე „ელ კლასიკოს“ წააგებს, მისი „რეალში“ დარჩენის შანსი აღარ იარსებებს.“

„„რეალი“ ძალიან მკაცრი კლუბია, აქ მოდუნების უფლება არავის აქვს. მიხარია, რომ კასტილიელების მიმართ ბოლო დროს მეტი ყურადღებაა გამოჩენილი. გასულ თვეებში ახალგაზრდა რაულა ასენსიომ დიდი პროგრესი გვიჩვენა და ყველა დაგვარწმუნა, რომ ახალგაზრდებს კარგი შანსი აქვთ.“

„ფიზიკური მომზადების მხრივ, პირადად ჩემთვის ვინისიუსი ძალიან ეფექტურია. ის, რასაც ბრაზილიელი დამატებით ტაიმებში აჩვენებდა უბრალოდ საოცარია.“


1

7 აპრილი 2025 12:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 629

ყველაფერში ვეთანხმები, ძაან სწორი შეფასებები იყო.

მბაპეს შემთხვევაშიც ვეთანხმები, მაგრამ პროსტა ვინი სად მიგვყავს მაშინ


2

7 აპრილი 2025 12:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 39

 vinisiusi rogorunda sheaqo karshi dartyma aricis tipma,vinic da karloc unda gadaaba ertmanes da gaagdo gundidan.


3

7 აპრილი 2025 13:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 78

კასტილიელებს შანს აძლევსო?მეტი გზა აქვს?დამტვრეული ყავს ნახევარი გუნდი თორემ ამათ არც გაასუნიებდა ძირითადში კარლო.


4

7 აპრილი 2025 18:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 26

რაულა ასენსიო კაი იყო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)