ფედე:,,ლონდონელებს კარგად არ ვიცნობთ"

ფედერიკო ვალვერდემ „უეფასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„როდესაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, გვირაბიდან გამოდიხარ და სანტიაგო ბერნაბეუზე ხვდები, სულ მოტივაცია გეძლევა. ეს არის განსაკუთრებული შეგრძნება, რაც ძალიან გაძლიერებს და მოტივირებულს გხდის. ეს მადრიდული გრანდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგისთვის არაერთი მაგიური ღამე უჩუქებია.“

„როდესაც კაპიტანი ხარ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი პრივილეგიაა.“

„„არსენალი“ არ არის ის გუნდი, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, ვინაიდან „რეალი“ ლონდონურ გრანდს ათწლეულების არ შეხვედრია.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია ნამდვილად გვაქვს. დიახ, პირველი თასი რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური იყო და ალბათ არასდროს იქნება ის შეგრძნებები, რაც მაშინ, მაგრამ ჩვენ „რეალი“ ვართ და ყოველთვის გვსურს ამ ტურნირზე გამარჯვება.“

„8 ნომრიანი მაისურის მორგება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო, რადგან მისი პატრონი 10 წლის მანძილზე ტონი კროოსი გახლდათ. გერმანელი არის ნამდვილი ლეგენდა, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა „მერენგების“ რიგებში.“


1

7 აპრილი 2025 11:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 629

როგორ მევასები ფედეეე. ძაან ძლიერი კაცი ხარ, უძლიერესი და შენნაირებზე დგას ჩვენი გუნდი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)