მბაპე:„„რეალში“ ეს მომენტი ჩემთვის დაუვიწყარი იყო“
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი გაიხსენა.
„დიახ, ჩვენ 1/4 ფინალში ვართ, მაგრამ აქამდე მოსასვლელად მანჩესტერ „სიტისთან“ და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ურთულესი ბრძოლების გადატანა მოგვიწია.“
„არაერთი მნიშვნელოვანი მოგონება მაქვს, თუმცა სიმართლე გითხრათ, დაუვიწყარი იყო ჰეთ-თრიკი, რომელიც გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ შევასრულე. მაშინდელი მატჩი ნამდვილად გამორჩეული გახლდათ.“
„დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. გუნდს ბოლო მატჩებში გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“
„ოქროს ბურთი? ახლა გუნდურ წარმატებაზე უფრო ვკონცენტრირდები. ზუსტად ვიცი, რომ „რეალთან“ ერთად ტიტულების მოგება ინდივიდუალურ ჯილდოებსაც მოიტანს.“
„„არსენალი“ ძალიან ძლიერი გუნდია. არტეტას გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ზოგადად, პრემიერლიგას სერიოზული ტემპი აქვს და გუნდები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ გვჯერა, რომ სწორი ფეხბურთით 1/2 ფინალში გასვლა სრულიად შესაძლებელი იქნება.“
„როდესაც „რეალში“ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ვინისიუს ჟუნიორთან ერთად უნდა მეთამაშა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მეტიც, საკმაოდ მეგობრულ ურთიერთობაში ვართ.“
„რონალდუზე ბევრს საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი სასტარტო სეზონის შედეგი გავიმეორე. მე არ მსურს კრიშტიანოსთან შედარება, რადგან ჯერ მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებ „მერენგების“ რიგებში.“
„ანჩელოტი საოცარი სპეციალისტია, მან იცის ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე მუშაობა. როდესაც იტალიელს პირველად შევხვდი, მაშინვე მივხვდი, რომ დიდი მხარდაჭერა მექნებოდა. ზოგადად გუნდი ძალიან თბილად დამხვდა.“
„რთულია ჩემი ოჯახი სოციალურ ქსელებში არსებული აგრესიისგან დავიცვა. ამის ერთადერთი მექანიზმი, მაქსიმალური ყურადღების სპორტისკენ გადატანაა და არა სოციალური ქსელებისკენ.“
„არასდროს დამავიწყდება მომენტი, როდესაც გადავსებულ ბერნაბეუზე გავედი და ყველა კილიანს ყვიროდა. „რეალმა“ საოცარი მიღება მომიწყო.“
„როდესაც ბავშვი ვიყავი, ძალიან ბევრი მეუბნებოდა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი, რადგან ფიზიკური თვალსაზრისით თანატოლებს ვჯობდი. მიხარია, რომ პროგნოზი გამართლდა. არასდროს დამიკარგავს ამბიცია. ვთვლი, რომ მენტალურად ძლიერი ფეხბურთელი ვარ და შემიძლია პროგრესზე ფიქრი. ნებისმიერი გამოწვევა უფრო ძლიერს მხდის.“
„ეთანზე (ძმა) ბევრი საუბარი არ მსურს. მას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც ჩემგან მოდის. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზებს და უამრავ ტიტულს მოიგებს.“
- 7 აპრილი 2025
- 1 104
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.