ვინი:„თუ ამას გავაკეთებთ, „არსენალს“ ლონდონშიც დავამარცხებთ“

ვინისიუს ჟუნიორმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ჩვენ ვართ მადრიდის „რეალი“, გუნდი, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე.“

„თუ საკუთარ სტილს შევთავაზებთ „არსენალს“, ამ გუნდის დამარცხებას ლონდონშიც შევძლებთ.“

„არაერთი ბრიტანული ბარიერი გადაგვილახავს და მჯერა, რომ ასე იქნება ახლაც.“

„მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე რთული გზა გაიარა. არც „სიტისთან“ ბრძოლაა მარტივი და არც „ატლეტიკოსთან“, თუმცა გადამწყვეტი ეტაპი ახლა დგება.“

„ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და ჩემპიონთა ლიგის მე-16 თასის მოგებაა. ამბიციები აუცილებლად უნდა გვქონდეს, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდს წარმოვადგენთ.“

„ვიცით, რამდენად რთულია „არსენალთან“ თამაში. არტეტას გუნდს უყვარს შეტევა, სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და შედეგის მიღწევა. „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ხშირად ვერ გადიოდა, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია და ამ გუნდს სულ სხვა მიზნები ამოძრავებს.“


1

7 აპრილი 2025 10:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 629

სებალიოსის გარეშე უკვე ყველა თამაშის მეშინია, მაგრამ როდესაც საქმე ლიგას ეხება, მაინც ოპტიმიზმით ვივსები


2

7 აპრილი 2025 12:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 39

ogond shen ar daartya xolme karisken da araferi minda, tribunichi xar imena.


3

7 აპრილი 2025 22:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 351

ვინი შენ კანეცი ისწავლე ბოლო-ბოლო და ლონდონელებს გაჩენის დღე აწყევლინი,თორემ ამ ზაფხულსვე გაგყიდი საუდის არაბეთში.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)