„არსენალთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყო
კარლო ანჩელოტიმ გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და „არსენალთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
„ვალენსიასთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
ვარჯიშზე მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე კანტერანოც იხმო, მათ შორის აგუადო, ჩემა, გონსალო და ლორენცო.
სიურპრიზი ის არის, რომ კოლექტივთან ერთად ივარჯიშა ტიბო კურტუამ, რომელიც „მეთოფეების“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში განიხილება.
ანდრეი ლუნინმა ვარჯიში ვერ შეძლო, ის აღდგენით პროცესშია.
დანი სებალიოსმა სესია სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი თანაგუნდელებს შეუერთდა და ბურთთან ერთად ივარჯიშა.
ფერლან მენდის სრულად ინდივიდუალური პროგრამა აქვს.
ანჩელოტიმ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, კარში დარტყმებს, პრესინგს და სტანდარტულებს.
„რეალი“ ხვალ ლონდონში გაემგზავრება და ფინალურ სესიას „არსენალის“ არენაზე გამართავს.
- 6 აპრილი 2025
- 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.