ფრან გონსალესის დებიუტი მთავარ გუნდში
ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 30-ე ტური ფრან გონსალესისთვის ნამდვილად დაუვიწყარი გამოდგა.
ახალგაზრდა მეკარემ მთავარ გუნდში პირველად ითამაშა, რადგან ანჩელოტისთვის ხელმიუწვდომლები იყვნენ ტიბო კურტუა და ანდრეი ლუნინი.
ფრან გონსალესი ამ სეზონში არაერთხელ მოხვდა განაცხადში, მაგრამ თამაშის საშუალება არ ეძლეოდა.
19 წლის ფეხბურთელი „რეალის“ რიგებს 2022 წელს, 16 წლის ასაკში შეუერთდა, ახლა კი მთავარ გუნდში დებიუტი შედგა.
სამწუხაროდ, ფრანმა 2 გოლი გაუშვა, თუმცა ეს მისი ბრალეულობით არ მომხდარა.
- 6 აპრილი 2025
- 702
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.