არტეტა:„თუ „რეალთან“ გამარჯვება გვსურს, არცერთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ“

მიკელ არტეტამ ბრიტანელ ჟურნალისტებთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ ძალიან აღელვებული და ამასთანავე მოტივირებული ვარ. ჩვენ პრემიერლიგაში უკვე წლებია სტაბილურ სერიას ვაფიქსირებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბოლო ათწლეულში არც ისე ხშირად მოვხვედრილვართ.“

„გუნდი წინ მიიწევს, ეტაპობრივ პროგრესს აჩვენებს და გვჯერა, რომ მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „არსენალის“ მეტოქე ევროსარბილზე ყველაზე ძლიერი გუნდია. მერწმუნეთ, მადრიდული გუნდის მენტალობა, გამოცდილება და ხასიათი ძალიან ბევრს წყვეტს.“

„თუ ჩვენ ანჩელოტის გუნდის დამარცხება გვსურს, სეზონის საუკეთესო თამაში უნდა ჩავატაროთ და ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვაჯობოთ.“

„შესაძლოა „ბლანკოსის“ წინააღმდეგ კარგად ითამაშო, მაგრამ მაინც დამარცხდე, სწორედ ამიტომ სხვა ასპექტებიც გასათვალისწინებელია. ჩვენ გვჭირდება არა კარგი თამაში, არამედ უშეცდომო გამოსვლა.“

„პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუმცა რა თქმა უნდა, ბერნაბეუზე თამაშზეც უნდა ვიფიქროთ.“

„შესაძლოა მოედანზე ყველაფერი ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ მომზადების დროს ცალსახად ჩვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული ხარისხი, რომელსაც ვაჩვენებთ.“

„ოდეგორი? მარტინი კარგად იცნობს „რეალს“, მან პირველი ნაბიჯები სწორედ სანტიაგო ბერნაბეუზე გადადგა. ნორვეგიელის მადრიდული კარიერა დიდხნიანი და წარმატებული ვერ გამოდგა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის „არსენალში“ თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“


1

5 აპრილი 2025 21:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 407

არსენალი გამოაგდებს რეალს და მცუანა პერესმა იქნებ მერე მაინც გააგდოს ეს ჩერჩეტი ანჩელოტი?)))


2

5 აპრილი 2025 22:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 88

არსენალის იმედი არ მაქვს ლიგაზე


3

6 აპრილი 2025 01:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 142

რეალს სჩვევია სუსტ გუნდებთან კონცენტრაციის დაკარგვა და წელს ძალიან ბევრი ქულები დაკარგეს ამის გამო, გადამწყვეტ მატჩებს და ძლიერ მეტოქეებთან კი პირიქით სრული მობილიზებით უდგებიან და შედეგსაც დებენ, ამიტომ მგონია რომ ლონდონში განსხვავებულ რეალს ვიხილავთ, არა ისეთს როგორც ვალენსიასთან ვნახეთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (98)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)