სამორანო:„მბაპე ჩემს რეკორდს მალე გააუმჯობესებს“
ლეგენდარული ივან სამორანოს აზრით, კილიან მბაპე მის რეკორდს დაამხობს.
„სასტარტო სეზონში გატანილი გოლების მიხედვით, ჩემი რეკორდი ჯერ კიდევ ხელშეუხებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კილიან მბაპე ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რადგან უკვე 33 გოლი აქვს გატანილი.“
„მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ არის გამორიცხული რომ მბაპემ 50-იან ნიშნულს მიაღწიოს და ეს მართლაც უნიკალური შედეგი იქნება.“
„თუ ფრანგი ლა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე გაიბრწყინებს, ის კარგ შანსს მიიღებს გოლების რაოდენობის ზრდისთვის.“
„ასევე უდიდესი მნიშვნელობა ექნება, სადამდე მივა „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგაზე.“
„ფეხბურთელი, რომელიც „რეალთან“ ყველაზე ახლოს არის? ვფიქრობ, ფედერიკო ვალვერდე! ურუგვაელმა სრულიად გაითავისა მადრიდული სული და მენტალობა, ის გუნდის უდავო ლიდერად და მამოძრავებელ ძალად ითვლება, ფედე გულშემატკივრებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ეს სრულიად ლოგიკურია.“
„მადრიდული გრანდი სამ ფრონტზე იბრძვის. მსურს, რომ გუნდმა სეზონის ბოლოს ჰეთ-თრიკი შეასრულოს, თუმცა 2 ტიტულიც მისაღები იქნება.“
„მე ტიპიური „9“-იანი ვიყავი. თანამედროვე ფეხბურთი მსგავსი სტილის მოთამაშე ბევრი აღარ არის. არც მბაპე, არც ვინისიუსი და არც სხვები ტიპიურ ფორვარდებად არ ითვლებიან, ეს ყველაფერი კი ტენდენციების ცვლილებამ მოიტანა.“
„„რეალში“ ითამაშა რონალდუ, ბრაზილიელმა რონალდომ, ნისტელროიმ და ბევრმა სხვა ლეგენდამ, თუმცა ეს შედეგი ხელშეუხებელი იყო. 2025 წელი კი სამეფო კლუბის ისტორიაში ჩაიწერება თარიღად, სადაც მბაპემ ყველა დროის რეკორდი მოხსნა.“
- 5 აპრილი 2025
- 573
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.