სამი ხედირას პრესკონფერენცია
სამეფო კლუბის გერმანელმა ახალწვეულმა, სამი ხედირამ პრესკონფერენაცია გამართა და განაცხადა, რომ "ბლანკოსი" მხოლოდ ლევანტეს დამარცხებაზე ფიქრობს...
"ჩემი აზრით, როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის მასთან მუშაობა ყოველთვის ორმაგ ყურადღებას მოითხოვს. მოურინიოს საკუთარი სტილი აქვს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჟოზეს მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, ძალიან რთულია ყველა თამაშის მოგება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებისათვის. სამეფო კლუბი შენების პროცესშია და ციდან ვარსკვლავებს 2-3 თამაშში ვერ მოვწყვეტთ. ამსტერდამის აიაქსთან თამაშის გამორჩევა ნამდვილად შეიძლება, იმ მატჩში თითოეულმა ფეხბურთელმა უაღრესად კარგად ითამაშა და გულშემატკივრების ტაში დაიმსახურა."
"მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს ყოველთვის ლამაზი ფეხბურთის ხილვა სურთ, ეს გასაგებია, მაგრამ რთულია მაღალ ტემპში თამაში როდესაც მატჩებს შორის შუალედი სულ რაღაც 2-3 დღეა, დამერწმუნეთ 90 წუთის მანძილზე სირბილი არც ისე იოლია. "ესპანიოლთან" მატჩში გუნდს იდეალური შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით, რადგან მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით. "ბლანკოსში" უმაღლესი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან."
"კრიშტიანო რონალდო არა მარტო შესანიშნავი ინდივიდუალისტი, არამედ იდეალური გუნდური ფეხბურთელია. ვგონებ, პორტუგალიელი შემტევი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს, იგი უდიდეს სამუშაოს ასრულებს და გვეხმარება ქულების მოპოვებაში."
"მოურინიო განსაკუთრებული მწვრთნელია, მისი გაგება არც ისე რთულია, რადგან ჟოზე ცალსახად ამბობს, რომ საჭიროა შესანიშნავი დაცვა და კარგი შეტევის ხაზი იმისათვის, რომ შედეგი იყოს, მან მე "რეალში" ადგილი მიპოვა და მისი მადლიერი ვარ. პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი გაცილებით ნაკლებს გოლს უშვებს."
"გუნდი მხოლოდ ლევანტეზეა კონცენტრირებული, ხოლო ვალენსიელებთან თამაშის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადავერთვებით."
- 22 სექტემბერი 2010
- 1 707
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.