ენდრიკი:,,თუ ფინალში ვითამაშებ, ისევ გავიტან"

ენდრიკ ფელიპემ „სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ბერნაბეუზე თამაში ყოველთვის ემოციურია, გოლის გატანა კი საოცარი ატმოსფერო მოყვება. დიდი მადლობა თანაგუნდელებს, რომლებმაც დიდი კომფორტი შემიქმნეს და გოლის გატანაში დამეხმარნენ.“

„„ლა კოპაზე“ რამდენჯერმე ავიღე მეტოქის კარი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ ფინალში სათამაშო დროს მივიღებ, პირობას გაძლევთ, რომ კიდევ გავიტან და გაგახარებთ (იცინის). გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა მებრძოლი სული და მენტალიტეტი, რომელიც „რეალს“ მუდმივად თან სდევს.“

„რა თქმა უნდა გიჟური გამარჯვება ისტორიას რჩება, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია მშვიდად გავიმარჯვო. ეს შეხვედრა საოცარი გამოდგა, თუმცა ამასთანავე უდიდესი ენერგია წაიღო.“

„„ლა კოპას“ მოსაგებად ყველაფერს ვიღონებთ. ვიცით, რომ მეტოქე ყველა ვარიანტში ძალიან ძლიერი იქნება, ვინაიდან საქმე ან „ბარსელონასთან“, ანაც „ატლეტიკოსთან“ გვექნება.“


1

2 აპრილი 2025 11:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 630

ლა ლიგაში ასეთი დაძაბულობა რომ არ იყოს, ამას მეტჯერ უნდა მიეცეს შანსი და ფაქტია თამაშობს რა. კლასნი ტიპია, ბურთს ზედმეტად არ ეხება, არ ფაფხურობს, კარში მაგრად უშვებს, სწრაფია. რავიცი, ყველანაირად კაი ტიპია


2

2 აპრილი 2025 11:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 551
2 აპრილი 2025 11:41, Batumski says:

ლა ლიგაში ასეთი დაძაბულობა რომ არ იყოს, ამას მეტჯერ უნდა მიეცეს შანსი და ფაქტია თამაშობს რა. კლასნი ტიპია, ბურთს ზედმეტად არ ეხება, არ ფაფხურობს, კარში მაგრად უშვებს, სწრაფია. რავიცი, ყველანაირად კაი ტიპია

ნებისმიერი ფიზიკურად ძლიერი მცველი ტრიბუნებზე გადააგდებს ბეჭით, როგორმე უნდა გააუმჯებესოს ეგ


3

2 აპრილი 2025 12:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 222
2 აპრილი 2025 11:41, Batumski says:

ლა ლიგაში ასეთი დაძაბულობა რომ არ იყოს, ამას მეტჯერ უნდა მიეცეს შანსი და ფაქტია თამაშობს რა. კლასნი ტიპია, ბურთს ზედმეტად არ ეხება, არ ფაფხურობს, კარში მაგრად უშვებს, სწრაფია. რავიცი, ყველანაირად კაი ტიპია

კლასნი ტიპიო და რაში გამოიხატება მისი სიკლასნე??ჩვეულებრივი ფორვარდია რომელიც არასდროს იქნება რეალის ძირითადში აგერ მე და აგერ შენ.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

4

4 აპრილი 2025 07:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 142

ჩემი სუბიექტური აზრია რომ რეალს სჭირდებოდა უფრო ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც თავით შეძლებდა გოლის გატანას, ბენზემას შემდეგ ხოსელუმ მშვენივრად შეაცსო ეს დეფიციტი, მაგრამ ეხლა გვიჭირს მაგ ასპექტში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (98)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)