ანჩელოტი:,,ფინალში უძლიერესი მეტოქე გვეყოლება"

„სოსიედადთან“ დრამატული შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

„ფინალი არის ის, რაც ყველაზე მეტად გვსურდა, ამიტომ ყველა მადრიდისტას ვულოცავ, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ 4 გოლის გაშვება, თანაც სანტიაგო ბერნაბეუზე დასაფიქრებელი საკითხია. დაცვაში მეტი ყურადღებით თამაში გვმართებს და ამ კომპონენტზე ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ.“

„უნდა აღინიშნოს, რომ ვინისიუს ჟუნიორმა საოცარი თამაში გვიჩვენა და ამ დაპირისპირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„ვერ ვხვდები, რატომ არ გააძევა მსაჯმა „სოსიედადის“ ფეხბურთელი, ეს აშკარად წითელი ბარათი იყო.“

„გუნდმა აჩვენა, რომ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება. 120 წუთი ბრძოლა მარტივი არ ყოფილა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში ნათლად გამოჩნდა, რომ მეტოქეს ტემპში აყოლა აღარ შეეძლო, რაც საჩვენოდ გამოვიყენეთ.“

„ბერნაბეუზე მაგიური ღამეები გრძელდება, ამ სტადიონს ყოველთვის განსაკუთრებული აურა აქვს. ფანებმა დაიმსახურა ჩვენი ფინალში გასვლა, ახლა კი უნდა გავიმარჯვოთ.“

„„ატლეტიკო“ თუ „ბარსელონა“? ორივე ურთულესი მეტოქე იქნება. თუ ფინალში „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ, აუცილებლად ვეცდებით გამარჯვებას და წინა წაგებების კომპენსირებას.“

„ენდრიკი ფანტასტიკური მოთამაშეა, მისი ტექნიკური მონაცემები მაიმედებს. გოლის მომენტში მან იდეალურად გააკონტროლა ბურთი, შემდეგ კი ეფექტური გოლის გატანა შეძლო. სამეფო თასის ფინალში გასვლაში ფელიპემ მთელი ტურნირის მანძილზე დიდი წვლილი შეიტანა.“


1

2 აპრილი 2025 11:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 734

კარლო ბერნაბეუზე 4 გოლი როგორ გაგვიტანა სოსიედადმა, დაცვა რას გავდა ტო. ალაბა საშინელ ფორმაშია


2

2 აპრილი 2025 11:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 924

შენ სასვარკეთს მოეშვი და ფეხბურთი ითამაშე წაიღე ტვინი გამოწოვილი მოგებით მოიგე მშვიდად აუღელვებლად


3

4 აპრილი 2025 06:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 277

სხვა შანსი არ ჰქონდა კარლოს, ალაბასთვის უნდა მიეცა ერთი თამაში რომ რეალურად ენახა რა კონდიციებში იყო, მაგრამ როგორც 3:3 გახდა ყვირილი დავიწყე რუდიგერი გამოიყვანე თქო, მაგრამ ვერ გავაგონე ტრიბუნებიდან, მაშინვე უნდა შეეცვალა და დამატებით დროს აირიდებდა. ფაქტია არსენალთან ალაბას უკვე აღარ ენდობა და არც ვასკესს, ვალვერდეს დააყენებს დაცვაში და კამავინგამაც ვერ გაამართლა დაცვით ზონაში, მენდი დადგება ისევ. ლუკას დააწყებინებს თამაშს, შეეტყო რომ ბებეროს გარეშე ბურთის კონტროლი უჭირს რეალს, როგორც შემოვიდა ეგრევე დაალაგა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (226)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)