იურგენ კლოპი „რეალის“ მთავარ მწვრთნელად - საქმე სერიოზულადაა!

თუ ანჩელოტი სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებში წავა, ფლორენტინო პერესი ახალ მწვრთნელზე ბევრს არ იფიქრებს.

გამოკვეთილია 3 კანდიდატურა, რომლის იქეთაც მადრიდული გრანდი არ წავა.  ესენი არიან ჟოზე მოურინიო, ჩაბი ალონსო და იურგენ კლოპი.

გერმანელ სპეციალისტთან დაკავშირებით ინფორმაციები უფროდაუფრო ინტენსიური ხდება.

პერესი მიიჩნევს, რომ კლოპი არის დამრიგებელი, რომელიც იდეალურად გამოიყენებს როდრიგო გოეშის, ვინისიუს ჟუნიორისა და კილიან მბაპეს ტრიოს, ვინაიდან გერმანელს უყვარს შეტევა და აგრესიული ფეხბურთი.

ამ ეტაპზე იურგენს ძალიან საპასუხისგებლო თანამდებობა აქვს ჩაბარებული „Red Bull“-ში, სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები რთული იქნება, მაგრამ მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ იურგენი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებს.


1

1 აპრილი 2025 09:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 630

მისტერ იურგენა ძაან  მაგრად აათამაშებს გუნდს და იქნებ ეს წაგებულის მენტალობა და გაუმართლებლობაც გამოისწოროს გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდში


2

1 აპრილი 2025 11:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 54

ამან რომ რეალი ჩაიბაროს ჩვენ ვიხილავთ საოცარ შემტევ და ლამაზ გუნდს რომელიც მართლა გაანადგურებს ყველას

ამაზე მაგარი ტრენერი რეალს ამ ეტაპზე ვერ ეყოლება


3

1 აპრილი 2025 15:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 700
1 აპრილი 2025 11:33, toretto says:

ამან რომ რეალი ჩაიბაროს ჩვენ ვიხილავთ საოცარ შემტევ და ლამაზ გუნდს რომელიც მართლა გაანადგურებს ყველას

ამაზე მაგარი ტრენერი რეალს ამ ეტაპზე ვერ ეყოლება

ნეტა... მაგრამ ჩაიბარებს რომ? იქნება ფლორენტინომ გაისროლოს თანხა და მოთაფლოს, შედეგი გარანტირებული იქნება ღირს გარისკვად.


4

1 აპრილი 2025 16:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8

ალონსოსი მეიმედება ძალიან, მგონია რომ უმაღლესი ხარისხის მწვრთნელი დადგება


5

1 აპრილი 2025 21:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

გამოცდილი მწრთვნელია, ვარსკვლავების მართვაც შეუძლია, ტაქტიკურადაც ძლიერია. მაგარი ჯახები წავა ამას და ფლიკს შორის. მაგრამ მე მაინც რატომღაც ალონსოსკენ ან ირაოლასკენ ვიხრები. ესპანელი მწრთვნელის დროა რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (98)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)