ფრან გარსია:„მბაპე ყოველდღე ამტკიცებს, რომ საოცარი ფეხბურთელია“

ფრან გარსიამ „ლეგანესთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სანაკრებო შეკრებაზე „რეალის“ არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო დიდი დატვირთვა, რამაც უდიდესი ენერგია წაიღო. ეს არ არის მარტივი პროცესი, სწორედ ამიტომ გუნდი „ლეგანესთან“ შეხვედრაში სრულფასოვნად მზად არ იყო და მეტ ენერგიას საჭიროებდა.“

„მბაპე გუნდისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ამას კი ემატება გოლები. 33 გოლის გატანა, თანაც სასტარტო სეზონში მარტივი არ არის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფრანგი მოუმატებდა და კრიტიკა, რომელიც შემოდგომის თვეებში გვესმოდა უსაფუძვლო იყო.“

„ამ სეზონში გაცილებით მეტს ვთამაშობ, ვიდრე შარშან. მიხარია, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შემიძლია. საკუთარ კონდიციებზე ბევრს ვზრუნავ და მივიჩნევ, რომ ჩემი პროგრესი აშკარაა.“

„სამეფო თასის მატჩი კარს არის მომდგარი. ჩვენ პირველი რაუნდი წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ ახლა საქმე ბოლომდეა მისაყვანი. გვჯერა, რომ მწყობრი და დაბალანსებული ფეხბურთით ფინალში გასვლას შევძლებთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)