ლუნინი:„გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში“
ანდრეი ლუნინმა „ლეგანესთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ასპარეზის განახლება არასდროს არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მთავარი 3 ქულა იყო, რომელმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება მოგვცა.“
„ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ფხიზლები და კონცენტრირებულები მაშინ, როდესაც დაცვით ფუნქციებს ვასრულებთ.“
„„რეალში“ წარმატების მისაღწევად ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. მიხარია, რომ სათამაშო დრო მომეცა, განსაკუთრებით კი ბერნაბეუზე გასვლა მიყვარს.“
„16 თუ 17 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული. 10 დღიან შუალედში ფეხბურთელებს მოუწიათ უამრავი ფრენა, განსაკუთრებით ამის თქმა სამხრეთ-ამერიკელებზე შეიძლება, სადაც დროშიც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ეს ყველაფერი უდიდეს ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ არ გვინახავს იდეალური „რეალი“, რასაც ნამდვილად აქვს ობიექტური მიზეზები.“
„სატრანსფერო ჭორები? წელიწადში ორჯერ ამის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სეზონი წარმატებით დასრულდეს.“
„კალენდარი საკმაოდ ინტენსიურია, სულ მალე „სოსიედადთან“ შეხვედრა გველის. ანჩელოტის რთული ამოცანა აქვს, რაც პირველ რიგში ფიზიკურ მდგრადობას მოითხოვს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რადგან კალენდარს არ ვქმნით.“
- 30 მარტი 2025
- 244
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.