მბაპე:„რონალდუს შედეგის გამეორება დამატებითი მოტივაციაა“

კილიან მბაპემ „ლეგანესის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ მთელი სეზონი ვმუშაობდით იმისთვის, რომ სეზონის გადამწყვეტ მომენტს მოწოდების სიმაღლეზე შევხვედროდით. უკვე მარტის ბოლოა, ეს  კი ნიშნავს, რომ წინ უდიდესი გამოწვევები გველის, როგორც ლა ლიგაში, ასევე სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე.“

„მიხარია, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი წარმატებით დაბრუნდა და საშინაო არენზე გამარჯვება დაფიქსირდა.“

„კრიშტიანო რონალდუს პირველი სეზონის შედეგის გამეორება, ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, მაგრამ ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. უბედნიერესი ვიქნები, თუ გავა წლები და მეც პორტუგალიელივით უმაღლესი მწვერვალები მექნება დაპყრობილი.“

„ეს დიდი ოჯახია, რომელიც ყოველთვის გუნდური ძალისხმევით აღწევს შედეგს.“

„საჯარიმო დარტყმა მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ამაზე ვარჯიშზე ბევრს ვმუშაობდით.“

„გუნდმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მებრძოლი ხასიათი. მატჩს ვიგებდით, თუმცა უეცრად 2 გოლი გავუშვით, რითიც ამოცანა გართულდა. საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ 3 ქულის მოპოვებით, ბრძოლა კი ბოლომდე გაგრძელდება.“


1

Sunday და 14:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 571

ძაან კლასნი ხარ მბაპე რა. მეორე სეზონიდან უფრო მეტს ველოდებით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)