ანჩელოტი:„მბაპეს საჯარიმო დარტყმა ვარჯიშზე დამუშავდა“
კარლო ანჩელოტიმ „ლეგანესთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ბალანსი გვაკლდა, რის გამოც მოკლე დროში 2 გოლი გავუშვით და ამოცანა მნიშვნელოვნად გავირთულეთ. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა ძალები გამონახეს და ბოლომდე დაიხარჯნენ.“
„ჩვენ შეტევაში გვყავდა ორი ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა ფეხით თამაშობს, შესაბამისად, გარკვეული ტაქტიკური მონახაზის შეცვლა გვიწევდა.“
„ვინისიუსი დავასვენე, რადგან ის ნაკრებში ძალიან დაიღალა, თუმცა ბრაზილიელის თამაშში ჩართვა მაინც საჭირო გახდა. იგივეს თქმა შემიძლია გოეშსა და ვალვერდეზე.“
„კილიან მბაპე მართლაც ქმნის განსხვავებებს. ის, რომ ფრანგის ანგარიშზე უკვე 33 გოლია, ბევრს ნიშნავს.“
„მერყევი თამაში იყო, „ლეგანესს“ არაერთი მომენტი მივეცით. ეს ყველაფერი ბალანსის ნაკლებობის პრობლემიდან მომდინარეობდა.“
„ლა ლიგაში მარტივი მეტოქე აღარ არსებობს და ყველა მოწინააღმდეგესთან გამარჯვება ბოლომდე ბრძოლას მოითხოვს.“
„„ატლეტიკომ“ ქულები დაკარგა და ამოცანა გაირთულა, მაგრამ ტურნირის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, სწორედ ამიტომ, ისინი ბრძოლაში რჩებიან.“
„„ლეგანესი“ აპროტესტებდა პენალტის მომენტს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებდით ბელინგემის მომენტს, სადაც ჯუდი საჯარიმოში აშკარა შეხებით წააქციეს, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.“
„არდა გიულერს ეფექტური თამაში ჰქონდა, თურქი მაქსიმალურად ცდილობდა შეტევებში სიმწვავის შეტანას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“
„პარასკევის ვარჯიშზე საჯარიმო დარტყმის „რეპეტიცია“ გავიარეთ. მიხარია, რომ ვარჯიშზე გატანილი გოლები კილიანმა ბერნაბეუზეც გადმოიტანა.“
„თუ მბაპეს რონალდუს შევადარებთ, აუცილებლად შევცდებით, რადგან ფრანგი პირველ სეზონს ატარებს კლუბში, რონალდუ კი მადრიდში 9 წელი იყო. მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“
- 30 მარტი 2025
- 936
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.