„რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბილეთებს აძვირებს
მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „არსენალის“ დაპირისპირებაში სანტიაგო ბერნაბეუზე შემოსავლის რეკორდი დაფიქსირდება.
სამეფო კლუბმა მატჩზე დასასწრები ბილეთები მნიშვნელოვნად გააძვირა. არსებული ცნობით, მე-4 დონის სივრცის ბილეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები ფასი ღირს, 150 ევროდან დაიწყება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მადრიდში გარკვეული უკმაყოფილება მოყვა, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ბერნაბეუზე სრულ ანშლაგს ვიხილავთ და არენაზე არცერთი თავისუფალი ადგილი არ დარჩება.
გაქირავებული წლიური ბილეთებისა და გადამყიდველთა მიერ რეალიზებული ბილეთების ფასების რაოდენობა მადრიდული გამოცემების აზრით, 1100 ევროს მიაღწევს.
- 29 მარტი 2025
- 1 634
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.