ანჩელოტი;„არ დაიჯეროთ, ეს არის ტყუილი“

კარლო ანჩელოტიმ „ლეგანესთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, სრულფასოვანი დავალებები გავეცი და კმაყოფილი ვარ. ხვალიდან სეზონის გადამწყვეტი ეტაპი იწყება, რისთვისაც შესაბამისი მომზადება უნდა გავიაროთ.“

„დაისვენებს თუ არა ვინი? ვერ გეტყვით, ხვალ ვნახავთ. ბრაზილიელი ეროვნული გუნდიდან საკმაოდ კარგ კონდიციაში დაბრუნდა და დღეს სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო.“

„ტებასის სიტყვები ჩემს ცვლილებებზე? არ ვიცი, უნდა თუ არა მას მწვრთნელობა.“

„„ბარსელონა“ ჩვენზე წინ არის, მაგრამ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია, წინ კიდევ 10 ტურია დარჩენილი, მათ შორის გვიწევს „ელ კლასიკო“, რაც სატურნირო ცხრილში ბევრ რამეს გადაწყვეტს.“

„„ვილიარეალთან“ შეხვედრაზე საუბარი აღარ მსურს, მაგრამ რადგან მეკითხებით გიპასუხებთ, რომ ეს გუნდი მზად იყო თარიღი შეცვლილიყო, თუმცა ლა ლიგამ ასე არ ისურვა.“

„ბრაზილიის ნაკრებთან კომუნიკაცია არ მქონია და ეს არის ტყუილი.“

„რამდენიმედღიანი შესვენება გამოვიყენე იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად დამესვენა. იტალიაში ვიყავი.“

„ჩუამენიმ დიდი დატვირთვა მიიღო და მაქსიმალურად ვეცდები გარკვეულ მატჩებში დასვენების საშუალება მივცე.“

„მენდის და სებალიოსის აღდგენითი პროცესი იდეალურად მიმდინარეობს. ჩემი მთავარი მიზანი მათი „არსენალთან“ გამოყენებაა, მაგრამ მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ.“

„„უეფას“ გამოძიება? არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზული გამოიკვეთება.“

„ვფიქრობ, სეზონის გადამწყვეტ ეტაპს გუნდი ოპტიმალურ კონდიციაში შეხვდება. დგება დრო, როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასეთი შეხვედრების მოსაგებად. ჩვენი მიზანი სეზონის ტიტულებით დასრულებაა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (312)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)