„უეფა“ „რეალის“ ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ესპანური გამოცემების ცნობით, „უეფა“ მადრიდის „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელის საქციელზე გამოძიებას იწყებს.
მადრიდის „ატლეტიკომ“ აღნიშნულ ორგანიზაციას უკვე გაუგზავნა 4 ვიდეომტკიცებულება, სადაც სამეფო კლუბის ფეხბურთელების არასპორტული საქციელი არის ასახული.
ერთ-ერთი მთავარი გმირი ანტონიო რუდიგერია, რომლის ჟესტიკულაციამ „როხიბლანკოს“ ქომაგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის სანქციებს გაითვალისწინებს „უეფა“, თუმცა შესაძლოა მადრიდელებს გარკვეული თანხობრივი სანქცია დაუწესდეთ.
- 28 მარტი 2025
- 1 230
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.