სალიბას ვარიანტი მადრიდში აღარ განიხილება

ვილიამ სალიბას ფასი კოლოსალურია, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი ფრანგი ფეხბურთელის გამადრიდელების პერსპექტივას აღარ განიხილავს.

ერთადერთი მცველი, რომელზეც სამეფო კლუბი აქცენტს გააკეთებს დინ ჰოისენი იქნება, თუმცა თუ მასთან შეთანხმება ვერ შედგება, „რეალი“ ისედაც კარგად დააკომპლექტებს დაცვის ცენტრს.

ახალგაზრდა კანტერანო ჟოან მარტინესი გამოჯანმრთელების ეტაპის ბოლო ფაზას გადის, სწორედ ამიტომ, მასზე ანჩელოტის გათვლის გაკეთება მსოფლიო საკლუბო მუნდიალზეც შეეძლევა.

ის, რომ მარტინესი პრე-სეზონს მთავარ გუნდთან ერთად დაიწყებს გადაწყვეტილია, მას კი ემატება რაულ ასენსიო, რომელიც ამ წუთამდეც „კასტილიას“ ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობს, თუმცა მომდევნოს სეზონიდან მთავარ გუნდში დარეგისტრირდება.

„რეალის“ ხელმძღვანელობის აზრით, რაულ ასენსიო, მარტინესი, მილიტაო, რუდიგერი და  ალაბა სრულიად საკმარისი იქნება დაცვის ცენტრისთვის, ამას ემატება ორელიან ჩუამენის პოტენციალიც, რომელიც დაცვის ცენტრში თამაშს უკავშირდება.

თუ ყველაფერი სამეფო კლუბის გეგმის მიხედვითაც წარიმართება, დადგება დღე, როდესაც „ბლანკოსის“ დაცვის ცენტრს სწორედ ჟოანი და რაულ ასენსიო გაამაგრებენ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (312)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)