ბრაზილიელები ანჩელოტის ისევ დაუკავშირდნენ
არგენტინასთან მარცხის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში სერიოზული კრიზისია.
არსებული ინფორმაციით, სამხრეთ-ამერიკელები კარლო ანჩელოტის ისევ დაუკავშირდნენ და მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
თუ იტალიელი სპეციალისტი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, ბრაზილიური მხარე ყველაფერს იღონებს მის დასაყოლიებლად.
საქმეში ჩართულია რონალო ნაზარიოც, რომელიც კარლიტოს შესანიშნავად იცნობს და კარგი ურთიერთობა აქვს.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ სიმშვიდეს ინარჩუნებს და საქმეში არ ერევა. ფლორენტინომ იცის, რომ თუ ანჩელოტის დატოვებას გადაწყვეტს, ამის პრობლემა არ ექნება, ხოლო თუ გაუშვებს, ბრაზილიური მხარე პრეზიდენტთან კონტაქტის გარეშეც ჩაერთვება საქმეში.
- 27 მარტი 2025
- 189
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.