სუბიმენდისთან მოლაპარაკებები მეორე ეტაპზე გადავიდა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მარტინ სუბიმენდის საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგა და მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე გადავიდა.
ცენტრალური ნახევარმცველის დამატებით „რეალის“ გარდა ორი ინგლისური კლუბი ინტერესდება, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი მოვლენების დაჩქარებას ცდილობს.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ სუბიმენდის დამატება გუნდს კარგ შედეგებს მოუტანს და ნახევარდაცვაში მეტ ფანტაზიას შექმნის.
არსებული ცნობით, ბერნაბეუზე თამაშის პერსპექტივით თავად ესპანელიც მოხიბლულია და მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
თუ შეთანხმება შედგება, მარტინი 6 წლიან კონტრაქტს მიიღებს.
- 27 მარტი 2025
- 425
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.