ტრანსფერი დახურულია - პერესმა პრემიერლიგის ვარსკვლავი დაიმატა!
არაერთი ბრიტანული და ესპანური გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა საქმე ბოლომდე მიიყვანა. საქმე ეხება ტრენ ალექსანდერ არნოლდის ტრანსფერს.
ინგლისელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან „რეალში“ ითამაშებს. კონტრაქტი ვადა 5 წელია, ხელფასი კი დაახლოებით 9 მილიონ ევროს შეადგენს.
ამასთანავე ცნობილია, რომ არნოლდი „რეალში“ უფასოდ გადასვლის გამო გარკვეულ სატრანსფერო ბონუსსაც მიიღებს.
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესს ერთადერთი საზრუნავი დარჩა და ეს არის ტრენტის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოყენება.
საქმე იმაშია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი 2025 წლის 1 ივლისიდან ხდება, მსოფლიო მუნდიალი კი ივნისში იწყება.
თუ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა განაპირა მცველს „რეალში“ თამაშის უფლებას ივნისიდან მისცემს, პრობლემა მოგვარდება, სხვა შემთვევაში კი არნოლდს ივლისამდე დაცდა მოუწევს.
- 27 მარტი 2025
- 1 620
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.