ტრენტი მსოფლიო მუნდიალის „რეალის“ რიგებში დაიწყებს
მადრიდის „რეალი“ ტრენტ ალექსანდერ არნოლდის ტრანსფერის გამოსაცხადებლად ემზადება. ინგლისელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმებულია.
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ ტრენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „მერენგების“ ღირსებას დაიცავს და ეს იქნება საკმაოდ კარგი ეტაპი გუნდთან ადაპტაციისთვის, რასაც შემდეგ მოყვება პრე-სეზონი და ახალი სეზონისთვის სრულმასშტაბიანი მზადება.
არნოლდს ფლორენტინო პერესთან პირადი კომუნიკაციაც ჰქონდა.
ჯერ-ჯერობით 100%-ით დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს კონტრაქტის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ინგლისელი ბერნაბეუზე 2030 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
- 26 მარტი 2025
- 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.