ბრაზილიელები ყველაფერს გააკეთებენ ანჩელოტის დაყოლიებლად

ბრაზილიის ნაკრებში სრული ქაოსია, რაც ამ სანაკრებო შეკრებაზეც გამოჩნდა. სამხრეთ-ამერიკელები ევროპელ მწვრთნელს ეძებენ, რომელსაც კარგი გამოცდილება აქვს და ქაოსური სიტუაციის დალაგება შეუძლია.

კარლო ანჩელოტის მიმართ ინტერესის შესახებ ბრაზილიაში ჯერ კიდევ 1 წლის წინ იწერებოდა, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა „რეალთან“ ერთად საოცარი სეზონი შემოგვთავაზა, სადაც ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, შესაბამისად, ფლორენტინო პერესმა ის არსად გაუშვა.

ახლა კარლოს წასვლაზე კვლავ იწერება, ასევე იწერება არაერთ კლუბზე, რომელიც მას სამსახურს სთავაზობს, თუმცა თუ ანჩელოტი „მერენგების“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, ბრაზილიის ნაკრები ყველაფერს იღონებს მის დასაყოლიებლად.

საქმეში ერთვება რონალდო ნაზარიო, რობერტო კარლოსი და ბრაზილიური ფეხბურთის სხვა ლეგენდები. ბრაზილიაში მიიჩნევენ, რომ იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

ამასთანავე ცნობილია, რომ თუ 2025 წლის ზაფხულში ანჩელოტი ბრაზილიელებთან თანამშრომლობას დათანხმდება, ის მიიღებს გრძელვადიან კონტრაქტს, რომელიც 5 წელიწადზე იქნება გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი დამრიგებელი ეროვნულ გუნდს მსოფლიო მუნდიალზე გაიყვანს როგორც 2026 , ასევე 2030 წელს.

ბრაზილიელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „რეალის“ მწვრთნელი მათთვის იდეალური ვარიანტი იქნება. ასევე გასათვალისწინებელია როდრიგოს და ვინისიუსის ფაქტორი, რომლებსაც კარლიტოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ.


1

27 მარტი 2025 06:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 25

უთხარით ერთი ვინმემ ჩემი ვინისიუსი ჩაიდოს.?


2

27 მარტი 2025 09:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 480
27 მარტი 2025 06:02, F.C.B.flik says:

უთხარით ერთი ვინმემ ჩემი ვინისიუსი ჩაიდოს.?

ბიჭო საიდან მოდიხართ თან ამდენი ერთიმეორეზე ავანტიურისტი ნაბოზზზზვარრი გამაგებინეთ ერთი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)