ვინისიუსი:„ეს არის საკითხი, რაც საშინლად მაწუხებს“
ვინისიუს ჟუნიორმა არგენტინის ნაკრებთან საშინელი წაგების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 1 წელი რჩება, მე აღარ მსურს წაგება, ამიტომ სიტუაცია მნიშვნელოვნად უნდა შევცვალოთ. დღევანდელი მარცხი ძალიან აწუხებს თითოეულ ბრაზილიელს და რა თქმა უნდა, ეს ჩემზეც ვრცელდება.“
„ჩვენ გვყავს ნიჭიერი მოთამაშეებით სავსე შემადგენლობა, მაგრამ ვერ ვაღწევთ შედეგს. ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ.“
„გაუმჯობესება ხანგრძლივი პროცესია, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება სჭირდებათ. არგენტინის წარმატების საიდუმლოს სწორედ ის განაპირობებს, რომ ბევრი ფეხბურთელი დიდი ხანია ერთად თამაშობს. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატიც მოგება, ეს გახდა ორგანიზმი, რომელიც სრულფასოვნად ფუნქციონირებს.“
„თავი მაღლა უნდა ავწიოთ და არასდროს დავნებდეთ, ჩვენ ვიცით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ.“
„გასახდელში ბევრი არ გვისაუბრია. ყველა შევთანხმდით, რომ პრობლემები გვაქვს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ხარვეზების დასაძლევად.“
- 26 მარტი 2025
- 2 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.