ენდრიკი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს
დიდია შანსი იმისა, რომ მომდევნო ზაფხულს ენდრიკ ფელიპემ მადრიდის „რეალი“ იჯარის წესით დატოვოს.
არსებული ცნობებით, ახალგაზრდა ბრაზილიელის აგენტები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.
ფელიპეს მიმართ ინტერესს იჩენენ, როგორც გერმანიის ბუნდესლიგიდან, ასევე იტალიის ჩემპიონატიდან.
ბრაზილიელი წინახაზელის ინტერესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვაა და ამისთვის სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, რასაც მადრიდის „რეალში“ ამ ეტაპზე ვერ იღებს.
ახალგაზრდა შემტევი ზაფხულში კლუბის გეგმებს გაეცნობა და მასთან დაკავშირებულ მოსაზრებებსაც მოისმენს.
თუ ახლანდელი ვითარება არ შეიცვლება ბრაზილიელი დროებით ბერნაბეუს დატოვებს.
- 25 მარტი 2025
- 903
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.