Marca - „რეალი“ ჰოისენის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს!
მადრიდის „რეალში“ ხვდებიან, რომ თუ დინ ჰოისენის ტრანსფერი 2025 წლის ზაფხულში ვერ მოხერხდება, მას 2026 წლამდე სხვა კლუბი წაიყვანს.
ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, არაერთი გრანდის ინტერესის არეალში არის მოქცეული, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესს სურს, რომ ყველას დაასწროს და ტრანსფერი დაასრულოს.
ნიდერლანდული ფესვების მქონე ესპანელი „რეალში“ ძალიან მოსწონთ, ასევე ძალიან მიმზიდველია მისი ასაკი, რაც მინიმუმ 10 წლიანი გათვლის საშუალებას იძლევა.
„მარკას“ ინფორმაციით, პერესმა კონკრეტულ დავალებები უკვე გასცა და შეთანხმებაზე მუშაობა დაწყებულია.
- 25 მარტი 2025
- 769
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.