ჩოლოს ასენსიოს დამატება ზამთარში სურდა
ახალგაზრდა კანტერანო რაულ ასენსიო სულ რაღაც 2 თვის გამოჩენილი იყო დიდ ასპარეზზე, როდესაც მას თვალი დიეგო სიმეონემ დაადგა.
არსებული ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას მადრიდის „რეალთან“ კომუნიკაცია ჰქონდა და ასენსიოს დამატების სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ფლორენტინო პერესისგან უარი მიიღო.
გავიდა კიდევ 3 თვე და დღესდღეობით ესპანელი უკანახაზელის შესაძლებლობები 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული და აღარც „როხიბლანკოს“ აქვს იმის იმედი, რომ ასენიოს დამატებას შეძლებს.
მადრიდული გრანდი უახლოეს მომავალში ფეხბურთელს 6 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
- 24 მარტი 2025
- 806
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.