ჩუამენი:„„რეალს“ მოდრიჩის მასშტაბის ფეხბურთელი არ ჰყავს“
ორელიან ჩუამენიმ ხორვატიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლუკა მოდრიჩზეც ჰკითხეს.
„როგორც ჩემთვის, ასევე ყველა მადრდელისთვის დიდი პატივია ლუკა მოდრიჩის დონის ნახევარმცველთან ერთად მოედანზე ყოფნა. მისი მასშტაბის ფეხბურთელი „რეალს“ არ ჰყავს. ისტორია, რომელიც მოდრიჩმა „ბლანკოსში“ დაწერა, შეუფასებელია და წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.“
„სეზონის სტარტზე ლუკა 39 წლის გახდა, მაგრამ ასაკი მის შემთხვევაში მხოლოდ ციფრებია.“
„როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ლუკა ლიდერის სტატუსს ფლობს. ჩვენ ხორვატიის ნაკრებს მივიღებთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ნახევარმცველი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნება და საკუთარ ნაკრებში დიდ საქმეს გააკეთებს.“
- 23 მარტი 2025
- 337
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.