ვინიმ ბრაზილიას მოაგებინა
ბრაზილიის ნაკრებმა კოლუმბია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა, გადამწყვეტი გოლი კი ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზეა.
ბრაზილიელებმა ანგარიში მე-6 წუთზე, რაფინიას პენალტით გახსნეს, რასაც 41-ე წუთზე დიაშის გოლი მოჰყვა.
შეხვედრა ფრედ დასრულებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ვინისიუს ჟუნიორმა მე-9 დამატებულ წუთზე მეტოქის კარი შორეული გასროლით აიღო და ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
მატჩის შემდეგ „მერენგების“ ვარსკვლავი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური ჯილდოც მიიღო.
რაც შეეხება მეორე მადრიდელ როდრიგოს, გოეშმა მოედანზე 78 წუთი გაატარა, ხოლო ენდრიკ ფელიპეს სათამაშო დრო საერთოდ არ მისცემია.
- 21 მარტი 2025
- 1 303
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.