რუალ ასენსიოს კონტრაქტი მზად არის!
ესპანური გამოცემების ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მადრიდის „რეალი“ და რაულ ასენსიო ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს.
ესპანელი ფეხბურთელი „მერენგების“ სადარაჯოზე 2031 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი ხელფასიც და გამოსასყიდი თანხა.
კანტერანოს გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევრო განისაზღვრება.
ფლორენტინო პერესს ასენსიოს პროგრესი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ ეს ფეხბურთელი მეტ ყურადღებას იმსახურებს.
ახლა რაული „ფურია როხასთან“ ერთად იმყოფება, სამეფო კლუბს კი 24 მარტიდან დაუბრუნდება.
- 20 მარტი 2025
- 579
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.