ჟოან მარტინესი ბურთთან ერთად ვარჯიშს 2 კვირაში დაიწყებს
ახალგაზრდა კანტერანო ჟოან მარტინესი, რომელმაც სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და სექტემბრის დასაწყისში ოპერაცია გაუკეთეს, აღდგენით პროცესს მალე დაასრულებს.
მარტინესი 2 კვირაში ბურთთან ერთად დაიწყებს და სტარტს აიღებს ახალი ეტაპი, რომელიც დაახლოებით 4 კვირიანი იქნება.
არავინ ფიქრობს, რომ ანჩელოტი ახალგაზრდა უკანახაზელს ამ სეზონში გამოიყენებს, თუმცა დროული გამოჯანმრთელება ფეხბურთელს „კასტილიაში“ თამაშის საშუალებას მაინც მისცემს.
ასევე გადაწყვეტილია, რომ ჟოანი ახალი სეზონისთვის მზადებას მთავარ გუნდთან ერთად დაიწყებს, მასზე მადრიდში დიდ იმედებს ამყარებენ.
- 20 მარტი 2025
- 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.