ჟოზე მოურინიო ისევ „რეალის“ მთავარ მწვრთნელად?
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის შემცვლელის პოზიციაზე ჩაბი ალონსოს გარდა კიდევ ორ კანდიდატურას განიხილავს.
ჩაბი უპირველესი ფავორიტია და იტალიელის წასვლის შემთხვევაში უდიდესი ალბათობით, სწორედ ის ჩაიბარებს გუნდს, თუმცა ფლორენტინო პერესს აქვს ალტერნატივაც.
ესპანელ პრეზიდენტს ჟოზე მოურინიოსთან კვლავ იდეალური ურთიერთობა აქვს და მიიჩნევს, რომ თუ ბერნაბეუზე მუშაობს შესთავაზებს, „განსაკუთრებული“ ამაზე უარს არ იტყვის.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2026 წელს დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, ზიდანთან დაკავშირებით „რეალს“ არანაირი გეგმა აღარ ექნება, ვინაიდან პერესი ხვდება, რომ ფრანგი ლეგენდის მიზანი „მამლების“ სათავეში ჩადგომაა.
რაც შეეხება მესამე მწვრთნელს, სახელდება არაერთი კანდიდატურა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, პერესის ფავორიტი „რეალის“ 1/4 ფინალის მეტოქის, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტაა.
- 20 მარტი 2025
- 3 554
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.