მერინო:„თანაგუნდელები „რეალზე“ ბევრს მეკითხებიან“

მიკელ მერინო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში „არსენალისა“ და სამეფო კლუბის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ 1/4 ფინალში მადრიდის „რეალს“ ვუპირისპირდებით, ჩემმა არაერთმა თანაგუნდელმა მკითხა „მერენგების“ შესახებ. ყველას აინტერესებს, როგორია ბერნაბეუზე თამაში და რამდენად რეალურია ლეგენდები, რომელიც ამ არენაზე დადის.“

„მე ზუსტად ვიცი, რამდენად რთულია მადრიდში თამაში, კარგი და მრავლისმომცველი ინფორმაცია აქვს მარტინ ოდეგორსაც, რომელიც „რეალის“ რიგებში ირიცხებოდა და კარგად იცის, რა სტანდარტებია „რეალში“.“

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ „არსენალი“ წლებია ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის იბრძვის და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით.“

„ვაცნობიერებთ, რამდენად რთული დასამარცხებელია ანჩელოტის კოლექტივი, თუმცა თუ ლიგის მოგება გვსურს, ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ.“


1

19 მარტი 2025 11:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 542

ფინალისთვის არა, უმეტეს შემთხვევაში ლიგაზე გასასვლელად იბრძვით და იშვიათზე იშვიათ შემთხვევებში პლეიოფში მოსახვედრად, მოინდომა ჯიგარმა ლიგის ფინალი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)