ტებასი:„ანჩელოტის ვეტყვი, რომ 72 საათზე ნაკლები დასვენება კიდევ მოუწევთ“
ხავიერ ტებასი კარლო ანჩელოტის განცხადებას გამოეხმაურა. იტალიელმა სპეციალისტმა „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენცია განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დასასვენებლად მხოლოდ 66 საათი ჰქონდა და მომავალში 72 საათზე ნაკლები დროის დასვენების შემთხვევაში, „რეალი“ მოედანზე აღარ გავა.
„კარლო ანჩელოტის ვეტყოდი, რომ ლა ლიგის 29-ე ტურის დაპირისპირება სამეფო კლუბსა და „ლეგანესს“ შორის ლა ლიგამ ესპანური დროით 16:15 საათზე დანიშნა, ემილიო ბუტრაგენიომ კი შეხვედრის 21:00 საათზე გადატანა გვთხოვა.“
„გამოდის, რომ „ლეგანესთან“ მატჩისა და „სოსიედადთან“ „ლა კოპას“ დაპირისპირებას შორის სხვაობა კვლავ 72 საათზე ნაკლებია, ეს კი სწორედ ბუტრაგენიოს მომართვის საფუძველზე ხდება.“
„მესმის, რომ სამეფო კლუბმა „ლეგანესთან“ შეხვედრის დროის გადაწევა სანაკრებო პაუზის გამო ითხოვა, თუმცა ახლა დგება მოცემულობა, რომელიც 72 საათიანი დასვენების ზღვარს კვლავ ეწინააღმდეგება.“
- 17 მარტი 2025
- 3 276
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.