ფლიკი:„სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „რეალს“ ვაჯობებთ“
ჰანსი ფლიკმა „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ყველა ფეხბურთელით უნდა ვიამაყო, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 4 გოლის გატანა შევძელით.“
„ჩვენ უკვე მეორედ გავუტანეთ 4 გოლი გუნდს, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს საკუთარი სიზუსტით, მწყობრი თამაშით და შემართებით.“
„ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. ჩვენ „რეალს“ ვაჯობებთ, რადგან მენტალურად ძალიან ძლიერები ვართ. ახლა ორივე გუნდს 60 ქულა აქვს, თუმცა „ბარსელონა“ კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს და სიტუაციის გაუმჯობესებას შეეცდება.“
„ფერან ტორესის და რობერტ ლევანდოვსკის როლი ძალიან დიდი იყო.“
„ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ 10 ტურია დარჩენილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გვმართებს.“
- 17 მარტი 2025
- 3 050
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.